საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილის ნატო-ს სამიტზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია, უელსის სამიტამდე კი პრეზიდენტი შეხვედრებს ლონდონში გამართავს.

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ეწვევა, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხებს. დღესვე მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდება.

4-5 სექტემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი უელსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში (ISAF) მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გამართავს. პრეზიდენტი ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ნატო-ს უელსის სამიტზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ასევე ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვნელი ლევან დოლიძე შედიან.