პუტინის და პოროშენკოს ხედვები მნიშვნელოვანწილად ერთმანეთს ემთხვევა

პუტინის და პოროშენკოს ხედვები მნიშვნელოვანწილად ერთმანეთს ემთხვევა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით , ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს და მათი ხედვები კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე მნიშვნელოვანწილად ერთმანეთს ემთხვევა.

"სახელმწიფოების მეთაურმა გაცვალეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, სისხლისღვრის უმოკლეს დროში შესაჩერებლად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში", - განაცხადა პესკოვმა.