პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით , ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კიბრიმ განაცხადა.

"აშშ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩრდილოეთის პერიმეტრზე რუსი სამხედროების დიდი ოდენობა არის მობილიზებული. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ საუბარია დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურეზე", - განაცხადა კიბრიმ.

მისივე თქმით, რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია სამხედროების შესაძლებლობები და მათი სიახლოვე უკრაინასთან.

პენტაგონმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია უკრაინის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და მოსკოვს ტერორისტების დახმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.