ალექსი პეტრიაშვილი - ნატო-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს გულისხმობს

ალექსი პეტრიაშვილი - ნატო-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს გულისხმობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, პაკეტი , რომელსაც ნატო საქართველოს სთავაზობს, "მნიშვნელოვან ელემენტებს" შეიცავს.

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამგზავრებამდე განუცხადა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნაა.

"ნატო-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, ესაა პირველ რიგში, სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, ეს არის ნატო-ს ერთობლივი წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობებთან", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, აღნიშნული უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების კონტექსტში.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსში გამთენიისას გაემგზავრა. 
უელსში ნატო-ს სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება.