„ნაწყენი ხარ ჩემზე?“ - ამინისტირებული მკვლელი მახარაძეს იცნობდა

„ნაწყენი ხარ ჩემზე?“ - ამინისტირებული მკვლელი მახარაძეს იცნობდა

ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ „პირველი რადიოსათვის“ ახალ დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით მკვლელი აბაშიძის ქუჩაზე შავი ფერის მერსედეს „GL“ ით მივიდა. ის მარტო არ იმყოფებოდა და მასთან ერთად ავტომანქანაში კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა. მახარაძესთან მიახლოებისას მან მახარაძეს ჰკითხა იყო თუ მასზე ნაწყენი, რაზეც მახარაძემ უპასუხა, რომ არა, რის შემდეგაც მკვლელმა მისი მიმართულებით სამი ტყვია გაისროლა.

ჩვენი ინფორმაციით, მკვლელსა და გარდაცვლილს წარსულში უთანხოება მოუვიდათ, რაც სავარაუდოდ დღევანდელი მკვლელობის მიზეზი გახდა. „პირველი რადიოს“ ინფორმაციით, გარდავლილი წარსულში განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა ნასამართლევი და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ამინისტიის შედეგად დატოვა.