12 პერსონაზე გათვლილი ფეშენებელური იახტა 2012 წელს არის აგებული და მისი ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს.
საზღვაო ტრანსპორტის ნაკადების გადაადგილების რუქაზე ჩანს, რომ იახტა ALIYONI თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, იზმირის მახლობლად, დაახლოებით 15 საათის წინ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით.
http://www.superyachts.com/motor-yacht-9615/aliyoni.htm
http://www.marinetraffic.com/en/ais/home/oldmmsi:319047700/olddate:2014-09-01%2023:54:00/zoom:9
http://www.ypigroup.com/yacht-aliyoni-3005844.htm