ბარაკ ობამა დღეს ესტონეთს ეწვევა

ბარაკ ობამა დღეს ესტონეთს ეწვევა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორდღიანი ვიზიტით დღეს ესტონეთში ჩავა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პრეზიდენტის დღის წესრიგშია ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან შეხვედრა. 3 სექტემბერს ბარაკ ობამა ესტონეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე სიტყვით გამოვა.

"ამერიკის პრეზიდენტი ესტონეთს ეწვევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და დაადასტუროს ამერიკის მხარდაჭერა ბალტიის ქვეყნების პარტნიორებისადმი", - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის ქეითლინ ჰაიდენის განცხადებაში. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ბარაკ ობამა უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.