ევროკავშირი რუსეთისთვის ფიფა-სა და უეფა-ში წევრობის შეჩერების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის

ევროკავშირი რუსეთისთვის ფიფა-სა და უეფა-ში წევრობის შეჩერების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს, უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რუსეთისთვის რიგ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში, მათ შორის ფიფა-სა და უეფა-ში წევრობის შეჩერების საკითხის განხილვას სთავაზობს, - ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხური მედია ავრცელებს.

ჩეხური გამოცემა "PraguePost"-ის ინფორმაციით, როგორც ევროპული საქმეების სახელმწიფო მდივანმა ტომაშ პროუზამ ჩეხურ სააგენტოს განუცხადა, ჩეხეთის მთავრობამ ევროპული კომისიისგან რუსეთისთვის უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ახალი სანქციების დაწესების პროექტი მიიღო. მისივე თქმით, სანქციების პროექტში, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ მიიღო, ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში წევრობის შეჩერების საკითხი განიხილონ.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, საკითხი განხილვის პროცესშია. თუმცა, ამა თუ იმ ქვეყნის ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხოლოდ ფიფა და უეფა იღებენ.