დამატებითი ბიომეტრიული პასპორტი ათწლიანის ნაცვლად ერთწლიანი იქნება

დამატებითი ბიომეტრიული პასპორტი ათწლიანის ნაცვლად ერთწლიანი იქნება

საქართველოს მოქალაქეების მეორე ბიომეტრიული პასპორტი ამიერიდან ათწლიანის მაგივრად, ერთწლიანი იქნება.  როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც აქვს ორი ბიომეტრიული პასპორტი, შეიძლება კვლავაც ჰქონდეთ მეორე ბიომეტრიული პასპორტი საზღვარგარეთ წასასვლელად, მაგრამ მეორე პასპორტი ვეღარ იქნება ათწლიანი და ის იქნება ერთწლიანი.

მინისტრის განმარტებით, როდესაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან გახსნის საზღვარს, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ იქ მიმავალი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ აღჭურვილი მხოლოდ ერთი დოკუმენტით და ეს ერთი დოკუმენტი უნდა იყოს გაუყალბებელი და უსაფრთხო.

"სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმები, რომ ჩვენ შეგვეძლება ავიღოთ მეორე პასპორტი, თუკი ერთი პასპორტი ერთ საკონსულოშია ვიზის მისაღებად და ამ დროს დაგვჭირდება მეორე პასპორტი მეორე საკონსულოში ვიზის მისაღებად. მაგრამ ის მეორე დამატებითი პასპორტი იქნება ნაკლებვადიანი, რაც არის აბსოლუტურად შესაბამისი ევროკავშირის შენგენის წესებთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.