უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთ დოკუმენტს მიიღებს. როგორც ბიუროს წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აცნობა, ფრაქციებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ რეზოლუციის პროექტი მზად არის იმისთვის, რომ განხილვები დაიწყოს.
უკრაინის თემაზე აქამდე პარლამენტს ორი განცხადება აქვს მიღებული.