ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საფერავის ფასის გამო უპირისპირდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , გლეხების თქმით, ორი დღის წინ საფერავი 2 ლარი და 35 თეთრი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი, 1 ლარს და 50 თეთრს არ აღემატება, რასაც პროტესტი მოჰყვა.
"საფერავის ფასი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც გააპროტესტეს. გლეხები ამბობენ, რომ საფერავის ფასის გამო რთველი დროებით შეჩერებულია. მოსახლეობის განცხადებებს რთველის შტაბში უპასუხეს.
ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ერევა და ფასს კერძო კომპანიები ადგენენ.