ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიმართულებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისაკენ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიმართულებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისაკენ

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პეტერ ბურიანმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბურიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და გამოხატა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი. ამასთან, იგი მიესალმა საქართველოს ინტერესს გაიზიაროს სლოვაკეთის გამოცდილება ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ასევე გაცვალეს შეხედულებები სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, სლოვაკეთი დაინტერესებულია გაგრძელდეს საქართველოს მიახლოება ალიანსის წევრობისაკენ და მოამზადოს ქვეყანა მომავალი ალიანსის წევრობისათვის.

"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც მიუთითებს სერიოზულ და საპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ბურიანმა.

საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, ისაუბრა სლოვაკეთის პრიორიტეტებზე ვიშეგრადის ოთხეული პრეზიდენტობის პერიოდში.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის უფრო ინტენსიურად განვითარების შესაძლებლობებზე.