რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ციტატა კიევის აღებასთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი განცხადება სერიოზულ პოლიტიკურ მოღვაწეს არ შეეფერება.
"ციტატა კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და მას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ასეთი განცხადება არაკორექტულია და სცდება დიპლომატიური პრაქტიკის ჩარჩოებს", - განაცახადა იური უშაკოვმა.
იტალიური გამოცემა La Republica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბრისას დაიმუქრა, რომ თუ მოინდომებს, კიევს ორ კვირაში აიღებს.