საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება

საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილის მიერ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში დატოვება მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას გამოიწვევს.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09.00 საათიდან იწყება.

მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება. 

მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, მსგავსი გამონაკლისი დაუშვას საკუთარ თანამშრომლებზე”, - განაცხადა ნინო კობახიძემ.