ექსპერტ კახი კახიშვილისთვის საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს პოზიცია და ბოლოდროინდელი განცხადებები გაუგებარია.
როგორც კახიშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა სამიტიდან-სამიტამდე მხოლოდ იმის თქმა, რომ საქართველომ MAP-ზე უკეთესი მიიღო და ნატო-ში გაწევრიანებასთან ახლოსაა არასერიოზულია.
“იმ ფონზე რაც მსოფლიოში ხდება, როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინაში, ყოველდღიურად იმაზე საუბარი, რომ გაწევრიანდებით, მაგრამ როდის არ ვიცით ჩემი აზრით ცოტა გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვენი კონტიგენტი თითქმის ყველა სამშვიდობო მისიაში მონაწიელობს, სადაც ასეთი მოთხოვნა არსებობს, საქართველოს მთავრობა ბოლომდე ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ნატო-ს გააჩნია. ყოველდღიურად საუბარი, რომ MAP არა MAP-ზე უკეთესი... კარგით, აღარ გვინდა ის უკეთესი, მოგვეცით MAP, რომ ჩვენც დავწყნარდეთ. მაინცდამაინც უკეთესს არ ვითხოვთ, ის მოგვეცით, რაც დადასტურებულია. ან უნდა თქვან, რომ პოლიტიკურად ასეთი ვითარებაა, ან სამიტიდან-სამიტამდე ასე თამაში ვფიქრობ არასწორია. ვიცი დაიწყება საუბრები მეტი მივეცით ვიდრე MAP ითვალისწინებდა, უფრო ახლოს ვართ ნატო-სთან, ასპირანტურიდან გადავედით დოქტორანტურაში და ა.შ. მაგრამ კონკრეტული ვადა მაინც არ სახელდება” – განაცხადა კახიშვილმა.