ჩვენთვის თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა არის ყველაზე აქტუალური თემა, რადგან სწორედ ამაზე მუშაობს დამოუკიდებლობის შემდეგ მთელი ერი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელიც საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოდის.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მას ამაყად შეუძლია თქვას, რომ მთავრობამ თითქმის ორ წელიწადში მასშტაბური რეფორმები გაატარა იმისათვის, რომ ჩვენ ერთ დღეს შევძლოთ მომავალ თაობებს ამაყად შევხედოთ თვალებში და არ შეგვრცხვეს.
"ჩემი მოხსენების ნაწილი ეხება იმას, რაც არის საკანონმდებლო ცვლილებები, სისხლის სამართლის რეფორმა, ადამიანის უფლებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ზოგადად დაცული მოქალაქე, ეს არის მოკლედ თანამედროვე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს შექმნაში ჩვენი სამინისტრო საკმარისად დიდ როლს ასრულებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.