საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე , საქართველოს მთავარი პროკურატურა მუშაობს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
"ამ ეტაპზე პროკურატურა მუშაობს და ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ნაბიჯები არის გადადგმული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.