“მთავარია, კვორუმი იყოს, ჩვენ 76 დეპუტატი გვჭირდება, რომ 3 სექტემბერს ქუთაისში შევიკრიბოთ და სასესიო მუშაობა წარვმართოთ. თუ კვორუმი იქნა, გვინდა, რომ ამ სასესიო კვირას მივიღოთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის პირველადი ვარიანტიც შემუშავებულია. შესაძლოა, კიდევ რაიმე შეიცვალოს და დაემატოს ამ ძირითად ტექსტს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, დეპუტატებში არსებობს განწყობა, რომ 5 სექტემბერს რეზოლუციის ტექსტს მივუბრუნდეთ, რადგან ტექსტის თანაავტორი ვიქტორ დოლიძე თბილისში არ იმყოფება. ველით, რომ ეს ტექსტი სხვა თანაავტორებთან ერთად პარლამენტში იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად მიღებული”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა “პირველ პრესკლუბში”.