„კაზანტიპის“ გაუხმაურებელი სკანდალები

„კაზანტიპის“ გაუხმაურებელი სკანდალები

მამა გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ მუსიკალურ ფესტივალიზე საზოგადოებრივი წესრიგისთვის მუღებელი ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რომლის ამსახველი ვიდეო-მასალა არსებობს. 

„უკვე გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ პირველივე დღეს, 70 კაცამდე იქნა დაკავებული ნარკოტიკის გამოყენების გამო. როგორც გვითხრეს, ადგილობრივ პოლიციაში ადგილი არ იყო, ამიტომ ეს ადამიანები ზუგდიდის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ინტერნეტ-საშუალებებმა გაავრცელეს უამრავი საშინელი კადრი, რომელიც ასახავდა რეალობას, ახალგაზრდა ადამიანმა იქორწინა გოჭზე, ქალმა- ქალზე იქორწინა, კაცმა- კაცზე. მოგეხსენებათ, „კაზანტიპს“ თავისი რესპუბლიკა და თავისი კანონები აქვს... იყო დაფიქსირებული ბევრი ინციდენტი, ნარკოტიკით გაბრუებული ხალხი გარეთ გამოდიოდა და ჩხუბობდა, დაერივნენ ახალგაზრდობას და მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლა, მოსახლეობასა და ამ გაბრუებულ მასას შორის... შემირცხვენია ის ქვეყანა, სადაც მთავრობა მეძავებით ცდილობს გამდიდრებას...

კარგად დაუკვირდით, 17-ში და 20-ში ჩამოწვა მთის უზარმაზარი მასა, რომელმაც მთელი დარიალის ხეობა ჩაკეტა. ეს ხალხი ელოდა უამრავ ტურისტს რუსეთიდან, ძირითადი გათვლა სწორედ, რუსებზე იყო. ამიტომ, როცა მანქანებით უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში, სწორედ იმ დროს ჩაიკეტა გზა ღვთის განგებით... ვინც მოვიდა, რა მოიგო? ქართული ბიზნესი გააკეთა? საცოდავები... ხინკალს 2 ლარი დაადეს და ერთ ჭიქა ყავას 10 ლარი, ესაა ბიზნესი?.. პრეზიდენტ მარგველაშვილს, მაგ უბედურს თავისი გაჭირვებაც ეყოფა. საწყალს ყველაფერი ჩამოართვეს, ამიტომაც შეძვრა რეზიდენციაში, სასაცილოა პირდაპირ“, - განაცხადა მამა გიორგი რაზმაძემ.

სასულიერო პირი ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებულ მკვლელობებსაც გამოეხმაურა.

„ეს არის დიდი ტკივილი ქვეყნისა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ როცა პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, მან მოაწერა ხელი ავაზაკების გარეთ გამოსვლას. მათთვის ეს იყო კიდევ ერთი სტიმული იმისა, რომ ბინძური ცხოვრება გაეგრძელებინათ. ამათ ჰგონიათ, ხალხი ისევ „ნაციონალებს“ დაუჭერს მხარს. ეს დრო წავიდა. ამ კრიმინალის მატებაც სააკაშვილის ბრალია“, - განუცხადა მამა გიორი რაზმაძემ „ალიას“.