უკრაინის ტერიტორიაზე 10-15 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება

უკრაინის ტერიტორიაზე 10-15 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე 10-15 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ ციფრს ვერ დაასახელებს, რადგან რუსი სამხედროების ნაკადი უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად შემოედინება.

როგორც ანდრეი ლისენკომ აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი ტაქტიკური ჯგუფი, რომლის თაობაზეც ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე.