დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფისას დაღუპულთაგან 183-ის ცხედარი ამოცნობილია

დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფისას დაღუპულთაგან 183-ის ცხედარი ამოცნობილია

გაერო-ს მონაცემებით, 2 სექტემბრის მდგომარეობით, "მალაიზიის ავიახაზების" ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის შედეგად 298 დაღუპულიდან 183-ის ცხედარი ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეისათვის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 183 ცხედარია იდენტიფიცირებული", - დაწერა გაერო-ს პრესსამსახურმა "ტვიტერზე".

"მალაზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 777-ი 18 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი დაიღუპა.