ავსტრალია G20-ის სამიტზე რუსეთის დაბლოკვას გეგმავს

ავსტრალია G20-ის სამიტზე რუსეთის დაბლოკვას გეგმავს

ავსტრალია G20-ის სამიტზე რუსეთის დაბლოკვას აპირებს.  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. The Australian Financial Review-ის ინფორმაციით , ავსტრალია ნატო-ს უელსის სამიტს გამოიყენებს, რათა "ოცეული" დაითანხმოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის G20-ის სამიტზე მონაწილეობის დაბლოკვაზე.

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, ამ საკითხის განხილვას უელსის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელთან აპირებს.

"დიდი ოცეულის" მომდევნო სამიტი ნოემბერში, ბრისბენში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია სამიტის მასპინძელია, ჯგუფის წევრების თანხმობის გარეშე ვერ გადაწყვეტს რომელიმე ქვეყნის ლიდერის მიწვევა-არმიწვევის საკითხს.

ავსტრალიის გარდა, "დიდი ოცეულის" წევრები არიან არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ-ი, თურქთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იაპონია და ევროკავშირი.

უკრაინაში განვითარებული კრიზისის გამო გუშინ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა.