დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან მიმდინარე ბრძოლებისას 100-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბორის ფილატოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ უკრაინელ ძალოვანებს არა მხოლოდ რუსი სამხედროების, არამედ მძიმე არტილერიის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ბორის ფილატოვის განცხადებით, ბევრ რუს სამხედროს ისიც კი ჰგონია, რომ როსტოვის პოლიგონზე არიან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა და სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი საურ-მოგილა და ამვროსიევკა დაიკავეს.
უკრაინის სამთავრობო ძალებმა გუშინ უკან დაიხიეს ლუგანსკის აეროპორტიდანაც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის აეროპორტზე შეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების სატანკო ბრიგადამ განახორციელა.