ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბნის მოსახლეობა მათი სამი თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. პოლიცია იძულებული გახდა მკვლელობაში ბრალდებულის სახლთან დაცვა დაეყენებინა, რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ, საჯარო რეესტრის ახლა უკვე ყოფილი უფროსის ოჯახს, მათ რაიონი უკვე დატოვეს, თავად კუბლაშვილს კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ლინჩის წესით გასამართლების გარდა ყარათუბნელები კუბლაშვილის შვილის დასჯასაც ითხოვენ, რომელიც კონფლიქტის მთავარ მიზეზად სახელდება. დავით კუბლაშვილმა 28 აგვისტოს, საღამოს სანადირო თოფით სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე მოკლა, ბექა სირბილაძე კი მძიმედ დაჭრილი მკურნალობას ახალციხის საავადმყოფოში გადის
323
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85