დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მისი ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან, შესაძლოა, "რადიკალურად შეიცვალოს" , თუკი რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში თავის პოლიტიკას გააგრძელებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
"რუსეთი ცდილობს, იარაღის მუქარით აიძულოს უკრაინა, გვერდზე გადადოს თავისი დემოკრატიული არჩევანი", - განაცხადა ქემერონმა.
პრემიერის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა მიუღებელი და გაუმართლებელია.