კომოროვსკიმ პუტინი ჰიტლერს შეადარა და დასავლელი ლიდერები გააფრთხილა

კომოროვსკიმ პუტინი ჰიტლერს შეადარა და დასავლელი ლიდერები გააფრთხილა

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გუშინ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას , რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა და დასავლეთს მოუწოდა, არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება. 

მან დასავლელი ლიდერები ვლადიმერ პუტინის იმპერიული ამბიციების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, არ გაიმეორონ ჰიტლერის ის პოლიტიკა, რამაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებამდე მიიყვანა.

სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს უკვე შეადარეს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ და სხვა პოლიტიკოსებმა.