1-ელი სექტემბრიდან აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას შეუდგა. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" გაეროს ახალი ამბების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელია სამანტა პაუერი, რომელიც ცნობილია თავისი პოზიციით, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკავშირდება.
საბჭოს ყოველი წევრი, რომელიც მთლიანობაში 15 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება, ერთი თვის განმავლობაში უშიშროების საბჭოს რიგრიგობით ხელმძღვანელობს. ოქტომბერში თავმჯდომარეობას არგენტინა გადაიბარებს, ნოემბერში ავსტრალია, დეკემბერში კი - ჩადი.