რაც ორ შტოს შორის ხდება, ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის პროცესია

რაც ორ შტოს შორის ხდება, ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის პროცესია

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, მასსა და პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არანაირი პიროვნული უთანხმოება და დაძაბულობა არ არსებობს.

როგორც პრეზიდენტმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, ის, რაც ხელისუფლების ორ შტოს შორის ხდება, ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის პროცესია.

"არანაირი პიროვნული არც უთანხმოება, არც დაძაბულობა არ არსებობს. ეს არის მიმდინარე პროცესი - ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანისა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, ალბათ გარკვეული საკითხი საჭიროებს მოთელვას. ეს არის რეალობა, რომელსაც დაუფარავად გიზიარებთ თქვენც და მაყურებელსაც", - აღნიშნა მარგველაშვილმა.