ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისზეც ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.  ასევე განიხილეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ  სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო მადლობა გადაუხადა.