ლუგანსკის აეროდრომის დაკავებისთვის ბრძოლა გრძელდება

ლუგანსკის აეროდრომის დაკავებისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინელ მედესანტეებსა და რუსეთის სატანკო ბატალიონს შორის ლუგანსკის აეროდრომის დაკავებისთვის ბრძოლა გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი სამხედროები აგრძელებდნენ უკრაინელი ძალოვანების პოზიციებზე თავდასხმას ლუგანსკის ოლქის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში.

ლიგა.ნეტ-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის მხრიდან სამჯერ გაუხსნეს ცეცხლი "ურაგანის" სისტემის გამოყენებით.