მოუწოდებენ. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის რობერტ მენენდესის განცხადებით, აშშ-მა უკრაინა იარაღით უნდა მოამარაგოს.
“საუბარია უკვე არა უბრალოდ ამბოხებულ სეპარატისტებზე, არამედ რუსეთის მხრიდან პირდაპირ ჩარევაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორედ ასეა. მოგიწოდებთ, უკრაინას ასეთივე თავდაცვითი იარაღი გადავცეთ, რაც რუსეთს აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ძვირი დაუჯდება”, - განაცხადა სენატორმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც.
“მიეცით უკრაინელებს იარაღი, რომელიც მათ სჭირდებათ. მიეცით ის საშუალებები, რომელიც მათთვის საჭიროა, მიეცით საშუალება, იბრძოლონ”, - განაცხადა მაკკეინმა.
ამასთან, ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა ასევე აშშ-ის კონგრესის წარმოამდგენელმა მაიკ როჯერსმა.