ნორლანდი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის შესაძლო გამოცხადებას გამოეხმაურა

ნორლანდი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის შესაძლო გამოცხადებას გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ყველაფერი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად უნდა წარიმართოს.

„აღნიშნული პროცესის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მოძებნილი იყოს ბალანსი ერთის მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შიდა საკითხისა და მეორეს მხრივ, ერთობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას შორის, რაც საქართველოსთვის და მისი მეზობლებისთვის აქტუალურია რეგიონში შექმნილი კრიზისული სიტუაციის დროს. მინდა კვლავ აღვნიშნო ის, რაც პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელიც მათ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დემოკრატიული მიღწევებისა და ამ პროცესის მიღწევის გზაზე აქვთ“, - განაცხადა ნორლანდმა.