მინსკში დღეს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით , შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-ს წარმომადგენელი, რუსეთის ელჩი უკრიანაში მიხეილ ზურაბოვი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინსკში გასამართ შეხვედრას დაესწრებიან ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები.
26 აგვისტოს მინსკში უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე სამმხრივი ფორმატის შეხვედრა გაიმართა უკრაინა-ევროკავშირი-საბაჟო კავშირის წევრებს შორის.