დონეცკის ოლქში სეპარატისტთა ალყიდან კიდევ 84 უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
მისივე თქმით, ილოვაისკთან ალყიდან გამოვიდა ბატალიონ "დონბასის" 69 მებრძოლი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცბატალიონის 11 ძალოვანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ილოვაისკში, ტერორისტების ალყიდან გუშინ გამოვიდნენ "დონბასისა" და სხვა ბატალიონის მებრძოლები.
დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან უკრაინელი მებრძოლები ალყაში გასულ კვირას მოექცნენ.