ქარელი-რუისის მონაკვეთზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ქარელი-რუისის მონაკვეთზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-რუისის მონაკვეთზე საცობია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი როგორც ტრაილერების, ასევე, მსუბუქი ავტომობილებისთვის.

მძღოლების განცხადებით, საცობი დაახლოებით 5-7 კილომეტრამდეა. მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ, რომლებიც ვითარებას კონტროლს ცდილობენ. ინტენსიური მოძრაობაა ავტობანის შემდეგ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებითაც.