“არ მგონია, ინტერპოლმა ამ საკითხს მხოლოდ წმინდა სამართლებრივად შეხედოს”

“არ მგონია, ინტერპოლმა ამ საკითხს მხოლოდ წმინდა სამართლებრივად შეხედოს”

ექსპერტი კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძებნის გამოცხადების შესახებ ინტერპოლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძველიც ექნება.

მისივე თქმით, ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება.

“ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას იღებს პირადად ინტერპოლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან სერიოზულად გაიწელება დროში. როდესაც საკითხი ეხება ექსპრეზიდენტს ბუნებრივია, პოლიტიკას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ინტერპოლი მხოლოდ წმინდა სამართლებრივად შეხედავს ამ საკითხს არ მგონია, მაინც ბუნებრივია, იქნება გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძვლებიც”, - განაცხადა კახიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს.