გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის შესაძლო გამოცხადებას ეხმაურება

გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის შესაძლო გამოცხადებას ეხმაურება

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, ექსპრეზიდენტზე ძებნის გამოცხადება, ქვეყანას აზიანებს.

“რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეულწილად ვიღაცის გულის მოსაფხანი პოზიცია, მაგრამ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ ამ გულის მოფხანაში ქვეყანას აზიანებს, სააკაშვილი არ მგონია რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში ან ვენესუელაში ჩასვლას აპირებდეს, თუმცა იქაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გამომდინარე მისი საერთაშორისო ავტორიტეტიდან, რომ ვინმემ გადაწყვტიოს და რაიმე დისკომფორტი შეუქმნას მას”, - განაცხადა წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს.