მეტაფორულად რომ ვთქვათ, როგორც ხარს წითელ ნაჭერს რომ დაანახებენ და გაგიჟდება, ისეთ რეაქციას აძლევს ივანიშვილს სააკაშვილის დანახვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ დევნას აუცილებლად მოჰყვება ნეგატიური დამოკიდებულება. "არ მგონია საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად ეკიდებოდეს ივანიშვილის მსგავს გადაწყვეტილებებს და კარგი იყოს, რომ ახალი ხელისუფლება ასე დევნიდეს წინას. საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ხელისუფლებას ამგვარი დამოკიდებულება. რაც შეეხება დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების რეაქციას, ის იქნება ძალიან ნეგატიური საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს არ წაადგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს არანაირად არ იმოქმედებს სააკაშვილის გადაადგილებაზე", -აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.