9 რუსი მედესანტე 63 უკრაინელ სამხედროში გაცვალეს

9 რუსი მედესანტე 63 უკრაინელ სამხედროში გაცვალეს

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

“გუშინ, დაახლოებით 21:00 საათისთვის ხარკოვის ოლქში რუსულ მხარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 9 მედესანტე გადავეცით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დავაკავეთ. ამის შემდეგ, 03:00 საათზე რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის ეროვნული გვარდიის 63 სამხედრო მოსამსახურე გადმოგვცეს”, - განაცხადა ლისენკომ.

რუსი მედესანტეები 25 აგვისტოს დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი საზღვარზე პატრულირებდნენ და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა, შემთხვევით მოხვდნენ. მედესანტეებმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ უკრაინაში რისთვის გაგზავნეს.