გუშინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Pitchfork” გამოაქვეყნა მისი ვერსიით 2011 წლის საუკეთესო ალბომების ჩამონათვალი.
ამ სიის სათავეში ინდი-ფოლკ ჯგუფი “Bon Iver”-ის ამავე დასახელების სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა. საინტერესოა რომ ჯგუფის წევრებისათვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა. მათ “გრემის” ერთდროულად ოთხ ნომინაციაში იმარჯვეს.
მეორე ადგილზე კანადური ინდი-პოპ ჯგუფი “Destroyer”-ის ნამუშევარი “Kaputt” გავიდა.
მესამე პოზიციაზე პროექტი “M83”-ის ალბომი “Hurry Up, We're Dreaming” განთავსდა.
2011 წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. Bon Iver – “Bon Iver”
2. Destroyer – “Kaputt”
3. M83 – “Hurry Up, We're Dreaming”
4. PJ Harvey – “Let England Shake”
5. Girls – “Father, Son, Holy Chost”
6. Oneohtrix Point Never – “Replica”
7. tUnE-yArDs – “whokill”
8. Drake – “Take Care”
9. Real Estate – “Days”
10. The Weeknd – “House of Balloons”