მერკელის განცხადება - კანცლერი რუსეთს ემუქრება?

მერკელის განცხადება - კანცლერი რუსეთს ემუქრება?

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შაბათს ბრიუსელში საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. შეხვედრაზე უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხი განიხილება. ამის შესახებ განცხადება ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება იმის შესახებ რომ რუსი სამხედროების წარმომადგენლობის გაფართოებაზე, ახალ დესტაბილიზაცია და სეპარატისტების ახალ გადაადგილეაზე რაიონებში, სადაც აქამდე სიმშვიდე იყო.“ განაცხადა მერკელმა და მისივე თქმით, ევროკავშირმა არაერთხელ მიუთიდა რუსეთს, რომ უკრაინაში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, სანქციების გაფართოების საკითხი იქნებოდა განხილული. მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი ცდილობს კრიზისი დიპლომატიური გზებით მოაგვაროს, თუმცა სიტუაცია მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.