პუტინის მიმართვა ტერორიტებს

პუტინის მიმართვა ტერორიტებს

რუსეთის პრეზიდენტი პრორუს ტერორისტებს მოუწოდებს დონბასში გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი და უკრაინელი მებრძოლები ალყიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც პრორუს მებძოლებს პუტინმა მიმართა. „აშკარაა რომ აჯანყებულებმა სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს უკრაინის ძალისმიერი ოპერაციის აღკვეთისას, რომელის სასიკვდილო ხიფათს წარმოადგენს დონბასის მოსახლეობისთვის, რომელმაც უკვე მოიტანა უამრავი მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აჯანყებლთა მოქმედების შედეგად დიდი ოდენობით უკრანელი სამხედროები, რომლებიც საომარ მოქმედებებში არა თავის ნებით არამედ ბრძალების შესრულების მიზნით მონაწილეობენ ალყაში მოექცნენ.

მე მოვუწოდებ აჯანყებულთა ძალებს უკრაინელი სამხედრო მოსმახურეებისთვის, რომლებიც ალყაში მოექცნენ კორიდორი გახსნან, იმისთვის რომ თავიდან იქნეს აცილებული უაზრო მსხვერპლი, მიეცეთ მათ საშუალება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გამოვიდნენ საომარი მოქმედებების რაიონიდან და შეუერთდნენ საკუთარ ოჯახებს, დაუბრუნდენ დედებს, შვილებს, მეუღლეებს. სასწრაფოდ აღმოეჩინოთ დახმარება იმათ, ვინ საომარი მოქმედების დროს დაიჭრა. თავის მხრივ რუსეთი მზად არის და კვლავ აღმოუჩენს ჰუმანიტარულ დახმარებს დომბასის მოსახლეობას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფით იტანჯება. მე კვლავ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედება, შეაჩეროს ცეცხლი და დონბასის წარმომადგენლებთან დაჯდეს მოლაპრაკების მაგიდასთან და ყველა დაგროვილი პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრას“ - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.