ბარაქ ობამა - რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში

ბარაქ ობამა - რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა , ბარაქ ობამა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს.

"ნატო-ს ახალი მონაცემები ადასტურებს რუსეთის ჯარის ყოფნას უკრაინაში. კრემლი პასუხისმგებელია დონბასში ვითარების ესკალაციაზე",-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 
ბარაქ ობამას თქმით, მომავალ თვეში თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეიკრიბა, სხდომაზე ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს რუსეთის ქმედებები. 

28 აგვისტოს დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან "გრადიდან" გაუხსნეს ცეცხლი. ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრად შეფასდა.