მარიუპოლის მახლობლად რუსები მორიგ პლაცდარმს ამზადებენ

მარიუპოლის მახლობლად რუსები მორიგ პლაცდარმს ამზადებენ

მარიუპოლის მახლობლად რუსები მორიგ პლაცდარმს ამზადებენ ქვეყნის სიღრმეში შესაღწევად. ადგილზე 60 ტანკია დაფიქსირებული, რომლებიც მზად არიან ქალაქისკენ დაიძრან. ამის შესახებ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით "უნიანი" იუწყება. 

ამ დროისთვის "ბოევიკები" ტექნიკას ე.წ. ახალი რუსეთის დროშის ფერებში ღებავენ. ქალაქის დასაცავად ემზადება უკრაინული არმია, რომლებსაც ადგილობრივებისგან შექმნილი პარტიზანული რაზმები ეხმარებიან. 

უკრაინელი სამხედროების ვარაუდით, რუსი ტერორისტები შეეცდებიან ყირიმის მიმართულებით ხმელეთზე დერეფნის გარღვევას შეეცადონ.