აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავებაზე მსჯელობს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავებაზე მსჯელობს

უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, აშშ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავებაზე მსჯელობს. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება. 
"ჩვენს ხელთ არის რუსეთზე ზეწოლის რიგი ინსტრუმენტებისა. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში დისკუსია მიმდინარეობს, იმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა არხი, რომლებთანაც თანამშრომლობს აშშ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენიფერ ფსაკმა. 

მისი თქმით, ვაშინგტონს გააჩნია დამატებითი სანქციები და ინსტრუმენტები, რომლებსაც აშშ განიხილავს მომავალ კვირას უელსში, ნატოს სამიტზე. ფსაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გზავნის ჯავშანტრანსპორტიორებს, არტილერიასა და მხარს უჭერს პრორუს მებრძოლებს.