სასჯელაღსრულების მე-2, მე-5 (ქალთა კოლონია) და მე-6 დაწესებულებებში ამ დროისთვის 32 პატიმარი შიმშილობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, პატიმრების მოთხოვნები ძირითადად უკავშირდება საქმეების გადახედვას და ვადამდე გათავისუფლებას.
"შიმშილობა ამ სისტემისთვის პროტესტის ძალიან დამახასიათებელი ფორმაა. თითოეულ ასეთ შემთხვევას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. კერძოდ, მოშიმშილეებთან მუშაობენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, ფსიქოლოგები და სამედიცინო პერსონალი, რომ მოხდეს მათი მდგომარეობის კონტროლი და დავარწმუნოთ ისინი, რომ შეწყვიტონ მკურნალობა. მათი პრეტენზიები ძირითადად უკავშირდება საქმეების გადახედვას და ვადამდე გათავისუფლებას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად არის განხილული", - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, თუმცა პატიმრების მოთხოვნები უწყების კომპეტენციას სცილდება.