საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთარ გურგენაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.
"სამაგალითო სამოქალაქო თავდადების, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიმამაცის გამოვლენისათვის ოთარ გურგენიშვილი დაჯილდოვდეს მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" (სიკვდილის შემდეგ)", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
21 წლის ოთარ გურგენაშვილი გასულ თვეს რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა, როდესაც მან მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს.