“ნაციონალური მოძრაობა” NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

“ნაციონალური მოძრაობა” NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

პარტიის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, “უნიათობის, ნეპოტიზმის, არაკომპეტენტურობის გამო, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაცემული”.

“მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე, კრიმინალის ზრდა და ამით არის განპირობებული ხელისუფლების პოპულარობის ვარდნა. აღსანიშნავია, რომ უნიათობის, ნეპოტიზმის, არაკომპეტენტურობის გამო, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაცემული. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენი ამომრჩევლის უმეტესობა მიიჩნევს,  რომ ქვეყანაში  ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი”, - განაცხადა გაბაშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 42%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 11%-ის შეხედულებებთან - “ნაციონალური მოძრაობა”, არცერთი პარტია – 30%.