კვლევის მიხედვით  დადებითად ჯარის, პოლიციის და ცესკო-ს საქმიანობა ფასდება

კვლევის მიხედვით დადებითად ჯარის, პოლიციის და ცესკო-ს საქმიანობა ფასდება

NDI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტებს შორის ყველაზე დადებითად საქართველოს ჯარის, პოლიციის და ცესკო-ს საქმიანობა ფასდება.

უფრო კონკრეტულად, ამ სამეულში ლიდერი საქართველოს ჯარია, რომლის საქმიანობას დადებითად 52% აფასებს, აქედან 7% - ძალიან კარგად, 45% - კარგად. ჯარის საქმიანობა გამოკითხულთა 34%-ის მიერ საშუალოდ ფასდება, ხოლო 2%-ის მიერ – ცუდად.

რაც შეეხება საქართველოს პოლიციას, მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 40% აფასებს, საშუალოდ – 45%, ცუდად – 5%.

ცესკო-ს საქმიანობას კი გამოკითხულთა 23% აფასებს კარგად, 52% - საშუალოდ და 8% - ცუდად.

ინსტიტუტების რეიტინგში შემდეგი ადგილები უჭირავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობასაც რესპონდენტთა უმეტესესობა - 53% საშუალოდ აფასებს; კოალიცია "ქართული ოცნება", რომლის საქმიანობა 50%-ის მიერ საშუალოდ ფასდება; სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც რესპონდენტების 51% საშუალო შეფასებას აძლევს, პარლამენტი (საშუალო შეფასების მაჩვენებელი – 63%) და მთავარი პროკურატურა (საშუალო შეფასების მაჩვენებელი – 48%).