უკრაინელმა ხალხმა არჩევანი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთა

უკრაინელმა ხალხმა არჩევანი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთა

უკრაინელმა ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი უნიტარული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინსკში, სამმხრივი ფორმატის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა კანონიერად ითხოვს თავისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაურღვევლობის პატივისცემას საერთაშორისო აღიარებული სამართლის ნორმების შესაბამისად.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავის სურს ომი, უკრაინელთა და საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეების სიკვდილი. ჩვენ კი იქამდე მივედით, რომ ტერორისტებმა უდანაშაულო ხალხის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელშიც მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის მოსახლეობა იჯდა, მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული, პროვოკატორებმა მოაწყვეს სამხედრო ტყვეების "მარში" დონეცკში. ყოველივე ეს დაუშვებელია 21-ე საუკუნეში. მინსკში ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ყველაფერი გავაკეთო სისხლისღვრის შეწყვეტისთვის და პოლიტიკური კომპრომისის რთული პროცესის დაწყებას მივცე შესაძლებლობა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მისივე თქმით, როდესაც დონბასში მშვიდობა დაისადგურებს, უკრაინაში მცხოვრები ყველა ეროვნების მოსახლეობა უწინდებურად იცხოვრებს და ერთმანეთს მათთვის სასურველ ენაზე დაელაპარაკება.

როგორც პეტრო პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დონბასის ინტერესები გათვალისწინებული იქნება და ამის გარანტიას იძლევა.